Baby Bag

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა კანონპროეტქის მისაღებად 63 ხმა იყო საჭირო. 

როგორც ცნობილია, პარლამენტში დეპუტატებმა ხმაურისა და ცუდი აკუსტიკის გამო ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი. რის შემდეგაც დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩაქარებული წესით იხილავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2019

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები – გამოცდები 2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს.

იხილეთ ტესტები ვარიანტების მიხედვით:

რაც შეეხება ტესტების პასუხებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სწორი პასუხები და შეფასების სქემა, შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება.

წაიკითხეთ სრულად