საჯარო სკოლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის სამინისტროსა და კომპანია Microsoft-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და „Microsoft საქართველოს“ წარმომადგენელმა, ქეთევან რატიანმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი პროექტები, გაამარტივებს და ხელს შეუწყობს სისტემაში მიმდინარე რეფორმის განხორციელებას.
Microsoft-ის აქტიური ჩართულობით, სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება როგორც საერთაშორისო ექსპერტთა კონსულტაციები, ასევე სხვადასხვა სასწავლო მასალებზე წვდომა, მასწავლებლების გადამზადება და სხვა. შედეგად, სწავლისა და სწავლების პროცესში გაუმჯობესდება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, ამასთან, პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ საკლასო ოთახში გამოიყენონ ტექნოლოგიები და მოსწავლეებს განუვითარონ შესაბამისი უნარები.