Baby Bag

განათლების სამინისტრო სკოლებში თავისუფალ დასწრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო სკოლებში თავისუფალ დასწრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

„წელს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, ხოლო საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება. ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის მიერ ელექტრონულად განხორციელდება.

რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებს, როგორც ცნობილია ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გააცდინა, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ფასდება.

შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო წლიდან მოქმედებდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი გრაფიკით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებოდა, აუცილებელი ხდებოდა გაცდენების ზღვრულ ოდენობაზე მეტის მქონე მოსწავლეების ექსტერნატის წესით შეფასების პროცესი ამ დროისთვის დასრულებული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, სამინისტროს გადაწყვეტილებით მე-12 კლასელებისთვის, ყოველწლიურად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი სასწავლო წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიშვებოდა და ამ პერიოდში მათ მიერ გაცდენილი საგაკვეთილო საათები უკვე დაგროვილი გაცდენების რაოდენობას არ ემატებოდა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. 


შეიძლება დაინტერესდეთ

რას მოხ­მარ­დე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მა­რ­თუ­ლე­ბით გაზ­რ­დი­ლი თან­ხე­ბი და აისა­ხე­ბა თუ არა მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტებ­ზე?

რას მოხ­მარ­დე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მა­რ­თუ­ლე­ბით გაზ­რ­დი­ლი თან­ხე­ბი და აისა­ხე­ბა თუ არა მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტებ­ზე?

რას მოხ­მარ­დე­ბა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მა­რ­თუ­ლე­ბით გაზ­რ­დი­ლი თან­ხე­ბი და აისა­ხე­ბა თუ არა მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტებ­ზე? - ,,ახალი განათლების'' აღნიშნულ კითხვას განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ უპასუხა.

,,მას­წავ­ლე­ბ­ლის­თ­ვის კლას­ში ყვე­ლა მოს­წავ­ლე თა­ნა­ბა­რია, არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, სსს მქო­ნეა თუ ტი­პუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, თა­ნაბ­რად/ერ­თ­ნა­ი­რად იმუ­შა­ოს გაკ­ვე­თილ­ზე მყოფ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს­თან. აქ­ვე ვიტყ­ვით იმა­საც, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გახ­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მათ არა აქვთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი. ამი­ტომ, ახ­ლა, რე­ა­ლუ­რად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სის­ტე­მა­ში რამ­დე­ნი­მე ტი­პის მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს: მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­განს ას­წავ­ლის, მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი… და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მათ სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კას, აქაც თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბია და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სიც იმ­დე­ნი­ვეა, რაც პრაქ­ტი­კო­სის. თუმ­ცა, ძა­ლი­ან კარ­გი სი­ახ­ლე იყო ის, რომ წელს, პირ­ვე­ლად ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­და ჩა­ტარ­და. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მოც­და­ზე რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის 50%-ზე მეტ­მა სპე­ცი­ა­ლურ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა შეძ­ლო, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ სტა­ტუ­სი აიმაღ­ლეს. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ვე გვყავს უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. მა­თი ხელ­ფა­სი უფ­რო­სის სტა­ტუ­სის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სის თა­ნა­ბა­რი იქ­ნე­ბა და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც გაჰ­ყ­ვე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზას.

რაც შე­ე­ხე­ბა კითხ­ვას, თუ რას მოხ­მარ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა, გეტყ­ვით, რომ ეს ფუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხმარ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სრულ­ყო­ფი­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნას, დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სებს, დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რე­ა­ლუ­რად, ეს არის მა­თი მხარ­დამ­ჭე­რი თან­ხა. ყვე­ლა სკო­ლა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ შეტყო­ბი­ნე­ბა/ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რე­სურ­სო­თა­ხის მოწყო­ბა ყვე­ლას­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ისი­ნი დე­ტა­ლუ­რად არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი რო­გორ უნ­და იყოს რე­სურ­სო­თა­ხი აღ­ჭურ­ვი­ლი, რა არის ამის­თ­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა. და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა, ასე­ვე, გუ­ლის­ხ­მობს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დამ­ხ­მა­რე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აყ­ვა­ნას და რე­სურ­სო­თა­ხის აღ­ჭურ­ვას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი რე­სურ­სებით. ასე­ვე, და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბი­დან, შე­იძ­ლე­ბა, სკო­ლამ გარ­კ­ვე­უ­ლი თან­ხა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სის­თ­ვი­საც გა­მო­ი­ყე­ნოს, თუ­კი მი­სი ხელ­ფა­სის ასა­ნაზღა­უ­რებ­ლად თან­ხა აკ­ლ­დე­ბა,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ. 

ინტერვიუ იხილეთ სრულად - ,,ახალი​ განათლება''

წაიკითხეთ სრულად