Baby Bag

სკოლებში საზაფხულო არდადეგების განრიგი

სკოლებში საზაფხულო არდადეგების განრიგი
საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს დასრულდება.

პირველკლასელები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სწავლას მაისის თვეში ასრულებენ - პირველკლასელები 27 მაისს, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეები - 20 მაისს, სხვა კლასის მოსწავლეებისთვის კი 2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს სრულდება.

იხილეთ საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი კლასების მიხედვით:

  • I კლასი - 28 მაისი;
  • II - XI კლასები - 15 ივნისი;
  • XII კლასი - 21 მაისი.

2018-2019 სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 16 სექტემბერს დაიწყება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„​წელს გაგრილების სისტემა ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება, გარდა ერთისა,“ - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტებმა შარშანდელთან შედარებით მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ გამოცდების ჩაბარება:

„წელს გაგრილების სისტემა იქნება ყველგან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტები შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ. გაგრილების სისტემა ერთადერთი ხულოს საგამოცდო ცენტრში არ იქნება, რადგან მხოლოდ დილის სესიაა და გვითხრეს, რომ ხულოში 9 საათზე ნამდვილად არ ცხელა ისე, რომ გაგრილება საჭირო იყოს.“

წაიკითხეთ სრულად