Baby Bag

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა იწყება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი ბათუმში აშენდება. 

პროექტის პრეზენტაცია დღეს ბათუმში გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვიდა:

„ზუსტად ერთი თვის წინ შეგპირდით, რომ ბათუმში, თქვენს ულამაზეს ქალაქში დავიწყებდით ისეთივე საგანმანათლებლო სივრცის მშენებლობას, როგორიც დღეს შენდება თბილისში და შევარჩიეთ ეს ულამაზესი ადგილი თქვენს ქალაქში. აქ ჩვენ ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც იქნება კომაროვის სკოლა, საერთო საცხოვრებელი, პროფესიული განათლების ცენტრი, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიები, სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცე.

იცით, ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. აჭარაში გვყავს ძალიან ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შენდება, მათთვის შეიქმნება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში შევძლოთ იგივეს გაკეთება, საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭისა და ცოდნის რეალიზაცია. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი. მე ძალიან ბევრი მოსაზრება მოვისმინე, მათ შორის, სრულიად უსაფუძვლო კირტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით. 

რატომ არის ეს ეროვნული იდეა – ეროვნული იდეა განათლება იმიტომ არის, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში ვაქციოთ წარმატებულ ქვეყანად. მე ეს ღრმად მწამს. ქართველ ერს აქვს უნიკალური ნიჭი, უნიკალური პოტენციალი და განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა დავძლიოთ. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ პროექტის რეალიზაციას ვახდენთ ბათუმში,“​ - აღიშნა მამუკა ბახტაძემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 - პასუხების ფურცლების ნიმუშები

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 - პასუხების ფურცლების ნიმუშები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ​საგამოცდო ტესტების პასუხების ფურცლების ნიმუშებს აქვეყნებს:

ქართული ენა და ლიტერატურა

ინგლისური ენა

გერმანული ენა

ფრანგული ენა

რუსული ენა

მათემატიკა

ისტორია

ბიოლოგია

ქიმია

ფიზიკა

გეოგრაფია

ლიტერატურა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ზოგადი უნარები ქართულ ენაზე

ზოგადი უნარები აზერბაიჯანულ ენაზე

ზოგადი უნარები სომხურ ენაზე

ზოგადი უნარები რუსულ ენაზე

წაიკითხეთ სრულად