Baby Bag

„ერთ-ერთ სკოლაში 26 წამში დაარეგისტრირეს ბავშვი“ - პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

„ერთ-ერთ სკოლაში 26 წამში დაარეგისტრირეს ბავშვი“ - პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, დილის 9 საათზე დაიწყო. რეგისტრაციის დაწყებიდან 2 საათში, 12 450 პირველკლასელი დარეგისტრირდა.​ 

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ზაზა ტყემალაძემ ​Moms.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რეგისტრაციის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს:

11 საათის მონაცემებით, საჯარო სკოლებში რეგისტრირებულია 12 450 პირველკლასელი, აქედან თბილისში - 6767. სულ პირველ და მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულია 20 400 პირველკლასელი, შესაბამისად 11 საათის მონაცემებით, 32 ათასზე მეტი მოსწავლეა რეგისტრირებული. რეგისტრაციის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. მერვე წელია, რაც ელექტორნული რეგისტრაცია არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში, ხარვეზები არ გამოვლენილა. უბრალოდ ზოგიერთ სკოლაზე მაღალი მოთხოვნაა და ადგილები ძალიან სწრაფად ივსება,“ - განაცხადა ზაზა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, მოსწავლის დარეგისტრირების რეკორდული მაჩვენებელიც დაფიქსირდა - ერთ-ერთ სკოლაში 26 წამში დაარეგისტრირეს პირველკლასელი. ამასთან, რეგისტრაციის დაწყებიდან ერთ საათში 101 სკოლაში ყველა თავისუფალი ადგილი შეივსო. რაც შეეხება ყველაზე მაღალ აქტივობას, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის სკოლებშია. მინიმალური აქტივობა კი რაჭაშია, სადაც 10 საათის მონაცემებით, 1 პირველკლასელია რეგისტრირებული.

2019-2020 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში 50 000 პირველკლასელს ელოდებიან, ვაკანტური ადგილების რაოდენობა კი  - 73 500-ია.

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საყოველთაო რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ სკოლაში პირველკლასელის ჩასარიცხად - სია

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ სკოლაში პირველკლასელის ჩასარიცხად - სია

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომელთაც 12 ივნისის ჩათვლით მოსწავლე ელექტრონულად დაარეგისტრირეს, 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით სკოლაში შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის პირველ კლასში ჩასარიცხად სკოლაში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის შესახებ;
  • კანონიერი წარმომადგენლების პირადობის მოწმობის ასლები;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სამინისტროს ცნობით, სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს მოსწავლის ფოტოსურათის და სხვა დოკუმენტაციის წარდგენა.

წაიკითხეთ სრულად