Baby Bag

1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და რესურსცენტრების წარმომადგენლებმა „ლიდერობის აკადემია“ გაიარეს

1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და რესურსცენტრების წარმომადგენლებმა „ლიდერობის აკადემია“ გაიარეს

1800-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა, ამდენივე ფასილიტატორმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებმა 2016-2019 წლებში პროფესიული განვითარების კურსი - „ლიდერობის აკადემია“ გაიარეს. კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ გადასცა.

ტრენინგები სკოლის დირექტორებს დაეხმარა გაეუმჯობესებინათ თავიანთი კომპეტენცია სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა.

პროფესიული განვითარების პროგრამა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტია, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა.

შეიძლება დაინტერესდეთ

წალენჯიხელი მასწავლებლის ზღაპარი ხუთი ხმოვნის შესახებ

წალენჯიხელი მასწავლებლის ზღაპარი ხუთი ხმოვნის შესახებ

წალენჯიხელი მასწავლებლის ზღაპარი ხუთი ხმოვნის შესახებ. 

ნახეთ საინტერესო სიუჟეტი ნაკიფუს თემის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლის ნანი კვარაცხელიასა და მისი მოსწავლეების შესახებ

წაიკითხეთ სრულად