საჯარო და კერძო საბავშვო ბაღები მუშაობას 1-ლი მარტიდან განაახლებენ
საჯარო და კერძო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1-ლი მარტიდან გაანახლებენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმასაკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ 1-ლი მარტიდან, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.