Baby Bag

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„​წელს გაგრილების სისტემა ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება, გარდა ერთისა,“ - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტებმა შარშანდელთან შედარებით მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ გამოცდების ჩაბარება:

„წელს გაგრილების სისტემა იქნება ყველგან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტები შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ. გაგრილების სისტემა ერთადერთი ხულოს საგამოცდო ცენტრში არ იქნება, რადგან მხოლოდ დილის სესიაა და გვითხრეს, რომ ხულოში 9 საათზე ნამდვილად არ ცხელა ისე, რომ გაგრილება საჭირო იყოს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

​პროფესიული უნარებისა და ქართულის (I-VI) ონლაინ ტრენინგზე რეგისტრაციის თარიღი გახანგრძლივდა

​პროფესიული უნარებისა და ქართულის (I-VI) ონლაინ ტრენინგზე რეგისტრაციის თარიღი გახანგრძლივდა

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრმა პროფესიული უნარებისა და ქართულის (I-VI) ტრენინგებზე რეგისტრაცია 11 აპრილამდე გაახანგრძლივა. მათ, ვინც ვერ მოასწრო რეგისტრაცია აღნიშნულ საგნებზე, შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ტრენინგებში და მიიღონ გამოცდისათვის სათანადო ცოდნა. ტრენინგებს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები.

ცენტრის დირექტორის სოფიკო ბიბილაშვილის განცხადებით, თარიღის ცვლილება გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა. ის იზიარებს ქვეყანაში არსებულ მგომარებას და საშუალებას აძლევს ყველა მსურველს გაიარონ აღნიშნული ონლაინ კურსი:

  • პროფესიული უნარები - 24 საათი -100 ლარი
  • ქართული ენა და ლიტერატურა - 24 საათი - 100 ლარი

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს - ​​რეგისტ​რაცია​

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - ​პედაგოგთა პროფ​ესიული ზრდის ცენტრი 

ან დარეკეთ ნომერზე 592 477 277

R.
წაიკითხეთ სრულად