Baby Bag

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„მხოლოდ ერთ საგამოცდო ცენტრში არ იქნება გაგრილების სისტემა...“

„​წელს გაგრილების სისტემა ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება, გარდა ერთისა,“ - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტებმა შარშანდელთან შედარებით მაქსიმალურად კომფორტულად შეძლონ გამოცდების ჩაბარება:

„წელს გაგრილების სისტემა იქნება ყველგან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე, რათა აპლიკანტები შარშანდელთან შედარებით გაცილებით უკეთეს პირობებში იყვნენ. გაგრილების სისტემა ერთადერთი ხულოს საგამოცდო ცენტრში არ იქნება, რადგან მხოლოდ დილის სესიაა და გვითხრეს, რომ ხულოში 9 საათზე ნამდვილად არ ცხელა ისე, რომ გაგრილება საჭირო იყოს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებსა და მშობლებს გაახარებს

ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეებსა და მშობლებს გაახარებს

ონლაინ სწავლებიდან გამომდინარე მთელი დღე ვირტუალურ სივრცეში ყოფნა და გაკვეთილების მოსმენა/მომზადება საკმაოდ რთული და დამღლელი პროცესია არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. დასვენების დღეები კი განტვირთვაა როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. 

12 და 26 მაისს, როგორც Momsedu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ონლაინ სწავლებისგან დასვენების დღეა:

,,როგორც ყველა უქმე დღეს, ასევე 12 და 26 მაისს სკოლები ონლაინ სწავლებისგან დაისვენებენ,'' - განაცხადეს სამინისტროში.

რატომ არის 12 და 26 მაისი უქმე დღეები?

12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

წაიკითხეთ სრულად