Baby Bag

დაიწყება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი 15 სექტემბერს

დაიწყება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი 15 სექტემბერს

საქართველოს საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერია განსაზღვრული.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. რადგან წელს 15 სექტემბერი კვირა დღეს ემთხვევა, 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. 

ამასთან, 2019-2020 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

„მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 17 ივნისს გამოქვყენდა. 

ბრძანების თანხამად, ცენტრის დირექტორი გადაწყვეტილებას მასწავლებლის მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლის შესახებ იღებს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შემადგენელი აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგებისა და ჩაბარებული საგნის გამოცდის შედეგის საფუძველზე.

იხილეთ ​ბრძანება

წაიკითხეთ სრულად