Baby Bag

დაიწყება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი 15 სექტემბერს

დაიწყება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი 15 სექტემბერს

საქართველოს საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერია განსაზღვრული.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. რადგან წელს 15 სექტემბერი კვირა დღეს ემთხვევა, 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. 

ამასთან, 2019-2020 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ტრენინგი დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებლებისთვის

ტრენინგი დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებლებისთვის

დაწყებითი საფეხურის ქართულის მასწავლებლებისთვის 7-8 სექტემბერს ​ტრენინგი ჩატარდება. ტრენინგის ხანგრძლივობაა 2 დღე. 

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ​აქ. 

ძირითადი საკითხები:

• დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობა, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისათვის;
• დიფერენცირებული სწავლების მიდგომები, სტრატეგიები და ამოცანები;
• დიაგნოსტირება, როგორც დიფერენცირების საფუძველი;
• დიფერენცირებული გაკვეთილის მოდელირება, შეჯამება, დებრიფინგი, პედაგოგიური რეფლექსია;
• პროექტული სწავლება, როგორც სწავლებისა და ცოდნის შეჯამების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება;
• სამოდელო პროექტების განხილვა;
• მართული პრაქტიკა: მცირე ჯგუფებში: მონაწილეების მიერ პროექტული აქტივობები დაგეგმვა/პრეზენტაცია და ტრენერის უკუკავშირი.

ტრენინგის ღირებულებაა 90 ლარი.

წაიკითხეთ სრულად