Baby Bag

დაიწყება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი 15 სექტემბერს

დაიწყება თუ არა 2019-2020 სასწავლო წელი 15 სექტემბერს

საქართველოს საჯარო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერია განსაზღვრული.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება. რადგან წელს 15 სექტემბერი კვირა დღეს ემთხვევა, 2019-2020 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება. 

ამასთან, 2019-2020 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

შეიძლება დაინტერესდეთ

4 შემთხვევა, რომლითაც 2019 წლის მასწავლებელთა გამოცდები დაგვამახსოვრდა

4 შემთხვევა, რომლითაც 2019 წლის მასწავლებელთა გამოცდები დაგვამახსოვრდა

​2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდებმა რამდენიმე საინტერესო და უჩვეული შემთხვევით დაგვამახსოვრა თავი. თუ ამ პროცესს თვალს არ ადევნებდით, შეგიძლიათ მხოლოდ ამ სტატიის გადაკითხვით გაიგოთ, რა მოხდა ამ გამოცდებზე ისეთი, რამაც მკითხველის ყურადღება მიიპყრო. 

1. მასწავლებელი გამოცდაზე ახალშობილთან ერთად მივიდა

ქუთაისის N41 საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში მასწავლებელი გამოცდის ჩასაბარებლად ახალშობილთან ერთად მივიდა. ბავშვი დედას მანქანაში ელოდა. როდესაც პატარა გიორგის მოშივდა, საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებმა ის დედას შეუყვანეს. პატარამ რძე მიირთვა და ხასიათზე მოვიდა. დედამ ტესტირება გააგრძელა, გიორგი კი მამას დაუბრუნეს.

2. კიდევ ერთი შემთხვევა ქუთაისში - მასწავლებელი, რომელსაც საგამოცდო ცენტრი აერია, გამოცდაზე პატრულმა მიიყვანა

გა­მოც­და­ზე დაგ­ვი­ა­ნე­ბას პატ­რუ­ლის წყა­ლო­ბით გა­და­ურ­ჩა იმე­რე­ლი პე­და­გო­გი, რო­მელ­მაც ქუ­თა­ი­სის 41-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში რე­გის­ტრა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე 4 წუ­თით ადრე მი­ას­წრო ​მის­ვლა. მასწავლებელს საგამოცდო ცენტრი აერია - 41-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მდე­ბა­რე სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში იყო გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, ამის ნაც­ვლად კი, პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მი­ვი­და. გა­მოც­დის და­წყე­ბამ­დე 10-12 წუთი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. სა­გა­მოც­დო ცენ­ტრთან ახ­ლოს ყო­ველ­თვის არის სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი. დახ­მა­რე­ბის­თვის პატ­რულ ინ­სპექ­ტო­რებს მი­მარ­თეს, რომ­ლებ­მაც მო­რი­გე ეკი­პა­ჟი გა­მო­ი­ძა­ხეს, რომ ქალ­ბა­ტო­ნი თა­ვის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრამ­დე დრო­უ­ლად მი­ეყ­ვა­ნათ. სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა მას­წავ­ლე­ბე­ლი 41-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში წა­იყ­ვა­ნა. პედაგოგს ნამდვილად გა­უ­მარ­თლა, რად­გან სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში მისვლისას, რე­გის­ტრა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე 4 წუთი იყო დარ­ჩე­ნი­ლი.

3. გამოცდაზე პედაგოგი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ერთ-ერთი პედაგოგი არაფხიზელ მდგომარეობაში მივიდა. ეს ფაქტი გახდა მიზეზი, რომ მასწავლებელი გამოცდიდან მოეხსნათ. 

4. ორმა მასწავლებელმა გამოცდაზე ე.წ. შპარგალკა შეიტანა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2 პედაგოგი გამოცდიდან იმის გამო მოიხსნა, რომ მათ დამხმარე მასალა შეიტანეს.

წაიკითხეთ სრულად