Baby Bag

საათობრივი ბადე საჯარო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის

საათობრივი ბადე საჯარო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის

საათობრივი ბადე განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული და წლიური დატვირთვის ოდენობას კლასების, სემესტრებისა და საგნების მიხედვით. 

საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურისთვის იხილეთ ბმულზე -  ​საათობრივი ბადე 

ბმულზე მითითებულ საათობრივ ბადეში საბაზო საფეხურის საათობრივი ბადეცაა მოცემული. თუმცა, როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში ​Moms.ge-ს განუცხადეს, ამ საათობრივი ბადიდან, მხოლოდ მე-7 კლასის საათობრივი ბადე შევა ძალაში ახალი სასწავლო წლიდან.

​ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024-ში მოცემული საათობრივი ბადე მოქმედია პირველიდან მეშვიდე კლასების ჩათვლით. პირველი-მეექვსე ისედაც მოქმედი იყო, ახალი სასწავლო წლიდან მე-7 კლასი შევა ძალაში. საბაზო საფეხურის დანარჩენი კლასებისთვის (მე-8 და მე-9) და საშუალო კლასებისთვის სკოლებმა უნდა იხელმძღვანელონ ​ 2011-2016 ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული ​საათობრივი ბადით. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინონ, არის ის, რომ მე-12 კლასში აბიტურის საათები უკვე გაუქმებულია,“ - აღნიშნეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა კანონპროეტქის მისაღებად 63 ხმა იყო საჭირო. 

როგორც ცნობილია, პარლამენტში დეპუტატებმა ხმაურისა და ცუდი აკუსტიკის გამო ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი. რის შემდეგაც დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩაქარებული წესით იხილავდა.

წაიკითხეთ სრულად