Baby Bag

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია

ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, 2019 წლის გამოცდების შედეგების გამოქვეყნება, სავარაუდოდ, 1-ლი აგვისტოდან ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება. სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. 

2019 წლის გამოცდები 1-ლ ივლისს დაიწყო და 24 ივლისს დასრულდება. ბოლო გამოცდას მაგისტრობის მსურველები ჩააბარებენ. ხვალ, 23 ივლისს კი ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

საბაზო და საშუალო სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელებისათვის სამუშაო შეხვედრები ჩატარდება

საბაზო და საშუალო სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელებისათვის სამუშაო შეხვედრები ჩატარდება

საბაზო და საშუალო სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელებისათვის (V-XII) სამუშაო შეხვედრები ჩატარდება, - ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შეხვედრას კონკურსის „ქართული ენისა და ლიტერატურის წლის საუკეთესო მასწავლებლის“ გამარჯვებული და ფინალისტი მასწავლებლები - ნათია ფურცელაძე, ლალი დათაშვილი და რუსუდან გონაშვილი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: ​სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთან


წაიკითხეთ სრულად