16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. რა სიახლეები დაინერგება 2019-2020 სასწავლო წელს სკოლებში შეიტყვეთ სიუჟეტიდან.
შეიძლება დაინტერესდეთ
როგორი სირთულის იქნება წელს ზოგადი უნარების ტესტი
შეფასებისა და გამოცდების ეროვული ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში, აბიტურიენტების შეკითხვებს ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ჩიქვინიძემ უპასუხა. ნახეთ ყველაზე აქტუალური კითხვები და პასუხები:
ზოგადი უნარების ტესტის რა ტიპის დავალებებში უშვებენ აბიტურიენტები ყველაზე მეტ შეცდომას?
აბიტურიენტები შედარებით მეტ შეცდომას უშვებენ ვერბალური ნაწილის წაკითხული ტექსტის გააზრებასა და მათემატიკური ნაწილის მონაცემთა საკმარისობის დავალებებში.
არის თუ არა წელს რაიმე ტიპის ცვლილება ზოგადი უნარების გამოცდის ტესტებში ბარიერის, საგამოცდო საკითხებისა ან ტესტის ნაწილებს შორის ქულების გადანაწილების თვალსაზრისით? როგორი სირთულის იქნება წელს ტესტი?
ზოგადი უნარების გამოცდაში წელს სიახლეები არ არის. ტესტი დაახლოებით ისეთივე სირთულის იქნება, როგორიც წინა წლებში იყო.