Baby Bag

ქობულეთში მოსწავლეებს წითელი და ლურჯი ფერის ყელსახვევები გაუკეთეს

ქობულეთში მოსწავლეებს წითელი და ლურჯი ფერის ყელსახვევები გაუკეთეს

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წითელი და ლურჯი ფერის ყელსახვევები გაუკეთეს და ფოტოებიც გადაუღეს, - ინფორმაციას ​აჭარის ტელევიზია ავრცელებს. იდეის ავტორი პირველი კლასის დამრიგებელი ქეთევან ვეკუაა. როგორც მან აღნიშნა, ბიჭებს ლურჯი, გოგოებს კი წითელი ყელსახვევი საჩუქრად დაახვედრა.

„მთავრი იდეა იყო, გამომერჩია ჩემი პირველკლასელი ბავშვები, რომ დარბოდნენ დერეფანში ლამაზ ფერებში, უცებ დაუძახებდი, აბა, მოდი საბა, მოდი ანა-მარია. ლურჯი ყელსახვევი და ბორდოსფერი ყელსახვევი საჩუქრად გაუკეთა დამრიგებელმა, ანუ მე. არანაირი ქვეტექსტი არ ჰქონია ამას,“- თქვა აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას ქეთი ვეკუამ.

საქმეს სწავლობს აჭარის განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დამტკიცდა

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დამტკიცდა

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი დამტკიცდა. 

მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მაძიებლობის პერიოდის გავლის პირობებს. 

დელატური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის ​წესი

წაიკითხეთ სრულად