14 ოქტომბერს საქართველოში მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული)
აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი ერთი დღით შეჩერდება. წელს 14 ოქტომბერი წელს ხუთშაბათ დღეს ემთხვევა.
იხილეთ ასევე სხვა ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში:
1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
3 მარტი – დედის დღე;
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
23 ნოემბერი – გიორგობის დღე;
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ინფორმაცია სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის შესახებ
სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარების პროცედურები და ვადები დამტკიცდა; განისაზღვრა საგამოცდო ცენტრები, გამოცდის თარიღები და მაქსიმალური ქულები; - ინფრომაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მათივე ცნობით, სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებით სარგებლობენ:
საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების ათვისების დადასტურების მიზნით, გამოცდას ატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
აღნიშნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (სავალდებულო საგანი) ჩატარდება 2019 წლის 20 ივლისს, ხოლო არჩევით საგნებში - 2019 წლის 21 ივლისს.