Baby Bag

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

„მიზნის განხორციელება პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი „ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი“ პროგრამის განმახორციელებელ გუნდთან ერთად იმ სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა, სადაც „ახალი სკოლის მოდელი“ ინერგება.

შეხვედრაზე მინისტრმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში.

„იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს. ამ მიზნის განხორციელება კი პედაგოგის გარეშე შეუძლებელია – რეფორმის მთავარი ძალა არის მასწავლებელი“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა შეხვედრის დროს.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში დირექტორთა და პედაგოგთა მონდომებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი კარგი შედეგის მიღწევა.

„ახალი სკოლის მოდელში“ საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 165 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტი 2024 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

​დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია განახლდა - ინფორმაცია დირექტორობის მსურველთათვისა და მოქმედი დირექტორებისთვის!

​დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია განახლდა - ინფორმაცია დირექტორობის მსურველთათვისა და მოქმედი დირექტორებისთვის!

ათობით სკოლა დირექტორის გარეშეა დარჩენილი: სკოლის დირექტორთა ნაწილს, ანუ მათ ვისაც გაუვიდათ ხელშეკრულების ვადა, შეუჩერდათ უფლება-მოსილება და მათ მოვალეობას დირექტორთა მოვალეობის შემსრულებლები ასრულებენ. დირექტორთა ვაკანსიებიც მალე განთვასდება, ამიტომ მათ ვისაც სურთ სკოლის დირექტორად მუშაობა აუცილებელია ჩააბარონ სკოლის დირექტორთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

„საკვალიფიკაციო გამოცდა როგორც წესი მოულოდნელად ინიშნება, რადგან იანვრის ბოლოდან იგეგმება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა, დიდი შანსია, რომ გამოცდაც მალევე დაინიშნოს, ამიტომ აპლიკანტი მუდმივად მზად უნდა იყოს გამოცდაზე გასასვლელად“ - აცხადებენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში
ცენტრში დაიწყო სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროგრამაზე რეგისტრაცია. 
პროგრამა შედგება 3 მიმართულებისგან:

  • პროფესიული უნარები
  • ზოგადი უნარები
  • საკონონმდებლო ბაზა
პროგრამის ხანგრძლივობაა 30 საათი.

სესიები დაიწყება 8 იანვრიდან და ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, თითო შეხვედრის ხანგრძლივობაა 3 საათი (სულ 10 სემინარი)

ტრენინგს ჩაატარებს მასწავლებლის სახლის სერტიფიცირებული ტრენერი!

სრული პროგრამის ღირებულებაა 300 ლარი.

პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე:


რეგისტრაცია სრულდება 6 იანვარს 23:00 საათზე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 592 477 277

R.
წაიკითხეთ სრულად