Baby Bag

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ​ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში. 2017 წლამდე მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,საოცნებო ხელფასი არ აქვთ ჩვენს მასწავლებლებს. ძირითადად, საკუთარი პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულის გამო გაასწორეს დღე და ღამე''

,,საოცნებო ხელფასი არ აქვთ ჩვენს მასწავლებლებს. ძირითადად, საკუთარი პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულის გამო გაასწორეს დღე და ღამე''

საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის (სსიდა) განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში მასწავლებლების კარანტინის რეჟიმში მუშაობის შესახებ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა სიტყვით:

,,მცირე პოსტი მასწავლებლებზე:

ალბათ, მალე დამთავრდება ეს კარანტინი, რომელსაც ერთი-ორი რამის გამო მაინც უნდა ვუთხრათ მადლობა, რომელიც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის უფრო ნათელი გახდა.

უფრო და უფრო მეტად ათბობს ადამიანის გულებს, ადამიანის მიერ ადამიანის მხარდაჭერა, როდესაც ამ იზოლაციაში ხერხდება ფიზიკური ბარიერების მიუხედავად სიყვარულისა და ზრუნვის გარეთ გატანა. მასწავლებლებს მარტო სწავლება კი არა, მოსწავლეებზე ზრუნვა დასჭირდათ, მათი გამხნევება, უფრო მეტი იციან მოსწავლეებზე, მათ პირად გასაჭირზე, ვიდრე ადრე.

მიუხედავად ბარიერებისა, ადამიანებმა შეძლეს მაქსიმუმი და გააგრძელეს საქმის კეთება. მაგალითად, მასწავლებლები, რომლებმაც დღე და ღამე იმუშავეს, რომ შეერჩიათ პლატფორმა, შემდეგ ესწავლათ მისი ფუნქციები და შემდეგ კი ეფიქრათ როგორ ესწავლებინათ. ამ მცდელობის კონვერტაცია არ არის ფული, რადგან ისედაც საოცნებო ხელფასი არ აქვთ ჩვენს მასწავლებლებს. ძირითადად, საკუთარი პროფესიისა და მოსწავლეების სიყვარულის გამო გაასწორეს დღე და ღამე.

კარგზე ვიფიქროთ ჯერჯერობით, სიცრუეს და ორპირობას რა გამოლევს წუთისოფელში... ''


წაიკითხეთ სრულად