Baby Bag

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ​ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში. 2017 წლამდე მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია eschool-ში 1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება

გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია eschool-ში 1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება

მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერის, ქრისტინე ინგოროყვას ინფორამაციით, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია eschool-ში 1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

„იქედან გამომდინარე, რომ სასწავლო პროცესი დაიწყო შერეულ რეჟიმში და პირველ ოქტომბრამდე მიმდინარეობს ელექტრონულ სისტემაში საგაკვეთილო ცხრილების და ელექტრონული ჟურნალების დამატება. გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია განხორციელდება eschool-ის ელექტრონულ სისტემაში 1-ლი ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით. თითოეულ თქვენგანს გარე დაკვირვების გავლის პერიოდი სისტემაში აგესახებათ რეგისტრაციის დასრულებიდან უმოკლეს ვადაში, რათა დროულად შეძლოთ გაკვეთილის გეგმების მომზადება და ატვირთვა,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა სოციალურ ქსელში.

წაიკითხეთ სრულად