Baby Bag

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ​ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა 2017-2018 წლებში ერთხელ უკვე ეკავა, დღემდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში. 2017 წლამდე მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახალ ტრენინგს იწყებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახალ ტრენინგს იწყებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახალ ტრენინგს - Google Earth (გუგლ დედამიწის) გამოყენებით სასწავლო რესურსის შექმნა" ​იწყებს.

ტრენიგის მიზანია:

  • ელექტრონული რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას;

  • ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადებისას ელექტრონული სასწავლო რესურსების ეფექტურად გამოყენება სასწავლო პროცესში;

  • Google Earth-ის ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენებით სასწავლო რესურსის მომზადება და მისი მახასიათებლების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში;

ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 საკონტაქტო სთ და 5 არასაკონტაქტო სთ;

ტრენინგი აკრედიტირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ 0.5 კრედიტქულას.


აღნიშნულ ტრენინგზე რეგისტრაცია გუშინ ​გამოცხადდა.

წაიკითხეთ სრულად