Baby Bag

ისვენებენ თუ არა საჯარო სკოლები 30 დეკემბერს?

ისვენებენ თუ არა საჯარო სკოლები 30 დეკემბერს?

როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებში? - აღნიშნულ კითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უპასუხეს.

მათი განმარტებით, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება (30 დეკემბერი დასვენების დღეა) და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება:

„საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში სკოლები 16 დღე დაისვენებენ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ - აღნიშნეს სამინისტროში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასების შედეგების ასახვისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასების შედეგების ასახვისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასების შედეგების ასახვისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა

შესაბამისი ბრძანება, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს, 2 ივნისს გამოქვეყნდა. ბრძანების თანახმად, ვადა განსაზღვრულია 3 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით.

იხილეთ ​ბრძ​ანება

წაიკითხეთ სრულად