Baby Bag

ისვენებენ თუ არა საჯარო სკოლები 30 დეკემბერს?

ისვენებენ თუ არა საჯარო სკოლები 30 დეკემბერს?

როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებში? - აღნიშნულ კითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უპასუხეს.

მათი განმარტებით, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება (30 დეკემბერი დასვენების დღეა) და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება:

„საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში სკოლები 16 დღე დაისვენებენ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ - აღნიშნეს სამინისტროში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

კითხვები, რომელთაც მასწავლებლის სახლის დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს დაუსვამდით

კითხვები, რომელთაც მასწავლებლის სახლის დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს დაუსვამდით

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად პედაგოგებს მასწავლებელთა საქმიანობაში დაგეგმილ და განხორციელებულ სიახლეებთან დაკავშირებით უამრავი კითხვა აქვთ. 

მოგვწერეთ დღესვე თქვენი კითხვა მეილზე  - [email protected] და ჩვენ შევეცდებით პასუხები მასწავლებლის სახლის დირექტორისგან მივიღოთ. 

წაიკითხეთ სრულად