Baby Bag

ისვენებენ თუ არა საჯარო სკოლები 30 დეკემბერს?

ისვენებენ თუ არა საჯარო სკოლები 30 დეკემბერს?

როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებში? - აღნიშნულ კითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უპასუხეს.

მათი განმარტებით, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება (30 დეკემბერი დასვენების დღეა) და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება:

„საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში სკოლები 16 დღე დაისვენებენ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ - აღნიშნეს სამინისტროში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„პედაგოგებს, ვინც ვერ/არ დარეგისტრირდა მასწავლებელთა გამოცდებზე, მიეცეთ საშუალება, დარეგისტრირდნენ საშემოდგომო გამოცდებზე“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია

„პედაგოგებს, ვინც ვერ/არ დარეგისტრირდა მასწავლებელთა გამოცდებზე, მიეცეთ საშუალება, დარეგისტრირდნენ საშემოდგომო გამოცდებზე“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია

საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრაქტიკოსი მასწავლებლების სახელით თხოვნით მიმართავს. გთავაზობთ სოციალურ ქსელში მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილს:

„პრაქტიკოსი მასწავლებლების სახელით მოგმართავთ თხოვნით, პედაგოგებს, ვინც ვერ/არ დარეგისტრირდა მასწავლებელთა გამოცდებზე ა.წლის 30 აპრილის ჩათვლით (ეს პერიოდი მოგეხსენებათ, როგორი სტრესული იყო ქვეყნისთვის), მიეცეთ საშუალება, დამატებით დარეგისტრირდნენ საშემოდგომო გამოცდებზე. ვინაიდან დამატებითი რეგისტრაციის გამოცხადება სამინისტროს დისკრეციული უფლებაა, გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილი ნება და გამოაცხადოთ დამატებითი რეგისტრაციის ვადები,“ - აღნიშნულია საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

წაიკითხეთ სრულად