Baby Bag

ისვენებენ თუ არა საჯარო სკოლები 30 დეკემბერს?

ისვენებენ თუ არა საჯარო სკოლები 30 დეკემბერს?

როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება დასვენება საჯარო სკოლებში? - აღნიშნულ კითხვას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უპასუხეს.

მათი განმარტებით, საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება (30 დეკემბერი დასვენების დღეა) და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება:

„საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯამში სკოლები 16 დღე დაისვენებენ. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ - აღნიშნეს სამინისტროში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​მასწავლებლის სახლი პედაგოგთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

​მასწავლებლის სახლი პედაგოგთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლის სახლი პედაგოგთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ მათ განცხადებას უცვლელად:

„სხვადასხვა ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებას ტრენინგ-მოდულებზე რეგისტრაციის შესახებ, სადაც მთავარ პარტნიორად „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ არის მითითებული, ხოლო ტრენინგის მონაწილეებს კურსის დასრულების შემდეგ კრედიტქულის მიღებას ჰპირდება.

აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი ტრენინგი, რომელსაც ორგანიზებას ან პარტნიორობას „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ უწევს, ქვეყნდება ოფიციალურ ვებ-გვერდსა და facebook-სოციალურ ქსელში.

ინფორმაციის გადამოწმება კონკრეტული ტრენინგის შესახებ შეგიძლიათ ცენტრის ცხელ ხაზზეც: 2 200 220 ( 4708)“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავცრელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ სრულად