Baby Bag

​სავალდებულოა თუ არა, დამრიგებელი ასწავლიდეს კლასს

​სავალდებულოა თუ არა, დამრიგებელი ასწავლიდეს კლასს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა სამინისტროსინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი.

ამასთან, დამრიგებელი უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი. ანუ სავალდებულო არ არის დამრიგებელი უშუალოდ ასწავლიდეს კლასს.

შეიძლება დაინტერესდეთ

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, 4 ოქტომრბიდან განახლდება სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და საბავშვო გასართობი ცენტრები“, - დასძინა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთან, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სწავლა ონლაინ გააგრძელონ.

წაიკითხეთ სრულად