Baby Bag

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან

ბაღის პედაგოგს, რომელმაც ბავშვების გადასარჩენად თავი გასწირა, ციხისძირში მემორიალს გაუხსნიან, - ინფორმაციას ​აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მარინა კონცელიძე 2017 წლიდან ციხისძირის საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. ტრაგიკული შემთხვევა 2019 წლის 5 აპრილს მოხდა. პედაგოგს 11 ბავშვი ეზოში ჰყავდა გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა, სწრაფი რეაგირება მოახერხა და ისინი საფრთხეს განარიდა.

დაგორებული მანქანა ჭიშკარს დაეჯახა, ჭიშკარი პედაგოგს მოხვდა და სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მარინა კონცელიძე გარდაიცვალა.

აღნიშნული თავდადების გამო ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას.

მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.

33 წლის მარინა კონცელიძეს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს. 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები:


ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემები გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად. 

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.
წაიკითხეთ სრულად