Baby Bag

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი

კორონავირუსის გამო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე,“ -  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.

შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის  მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

შეიძლება დაინტერესდეთ

სექტემბერში მასწავლებლებისთვის 4 ტრენინგი ჩატარდება

სექტემბერში მასწავლებლებისთვის 4 ტრენინგი ჩატარდება

UG-PriEd დაწყებითი განათლების პროექტი ხელს უწყობს ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვას და მისი მთავარი მიზანია მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება დაწყებით საფეხურზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სექტემბერში მასწავლებელბისთვის 4 ტრენინგი გამოცხადდა. 

ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ:

​ტრენინგი 1

​ტრენინგი 2

​ტრენინგი 3

​ტრენინგი 4

წაიკითხეთ სრულად