Baby Bag

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო,  - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცია 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.

29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სკოლებსაც მიმართა.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ მეუღლეებიდან ერთ-ერთი კოვიდდადებითია და მეორე არა - აღნიშნულ შემთხვევას გიორგი ღოღობერიძე განიხილავს

თუ მეუღლეებიდან ერთ-ერთი კოვიდდადებითია და მეორე არა - აღნიშნულ შემთხვევას გიორგი ღოღობერიძე განიხილავს

თუ მეუღლეებიდან ერთ-ერთი კოვიდდადებითია და მეორე არა - აღნიშნულ შემთხვევას გიორგი ღოღობერიძე განიხილავს.

მისი თქმით, ცოლ-ქმარი არ არიან გენეტიკურად ნათესავი ადამიანები, თუ გენეტიკა სხვადასხვა აქვთ, სხვადასხვა აქვთ რეცეპტორებიც, რომლებიც სჭირდება ვირუსს, რომ ორგანიზმში გავრცელდეს:

,,რეცეპტორი ეს არის სპეციალურ კარი, ყველა კარი სხვადასხვანაირია, ვირუსს კი აქვს ერთი გასაღები, რომელიც ზოგიერთ ერგება, ზოგიერთს კი არა. მე შეიძლება დამემართოს, ჩემს მეუღლეს კი არა, იმიტომ რომ მას სხვა კარი აქვს. ამიტომ შეიძლება ადამიანები იყვნენ ერთად, მაგრამ მეორეს არ დაემართოს. ასევე კორონა დაემართება თუ არა ადამიანს, დამოკიდებულია იმუნიტეტზე. ჩვენ ყველას თავიდანვე გვაქვს რაღაც რაოდენობის იმუნიტეტი, რომელიც ცხოვრების განმავლობაში იცვლება. ადამიანს, რომელიც მწეველია, აქვს შაქრიანი დიაბეტი, ნაკლებადაა ფიზიკური აქტიური და ა.შ უქვეითდება იმუნიტეტი და ემართება ვირუსი, მეორეს კი არა,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: ​,,სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად''

წაიკითხეთ სრულად