Baby Bag

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს არ ჩატარდება

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდა 6 და 7 მარტს არ ჩატარდება

ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სადეზინფექციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება 2020 წლის 06 და 07 მარტს არ ჩატარდება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განახლებული ინფორმაცია ვებ გვერდზე directors.mes.gov.ge-ზე განთავსდება 20 მარტისთვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 2 200 220 (შიდა 6).

საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპის საგამოცდო პროგრამა

შეიძლება დაინტერესდეთ

„მუშავდება რეგულაციები, რამდენი ბავშვი უნდა იჯდეს ერთ საკლასო ოთახში, როგორ უნდა ხდებოდეს ვენტილაცია“... ამირან გამყრელიძე

„მუშავდება რეგულაციები, რამდენი ბავშვი უნდა იჯდეს ერთ საკლასო ოთახში, როგორ უნდა ხდებოდეს ვენტილაცია“...  ამირან გამყრელიძე

სკოლებთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციები მუშავდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღეში“ განაცხადა. 

სკოლებთან დაკავშირებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ ეპიდსიტუაცია ასეთი გვექნება, როგორიც დღეს გვაქვს, მართვადი, მაშინ სწავლის დაწყებას ხელს არაფერი შეუშლის. ოღონდ, რა თქმა უნდა, მუშავდება შესაბამისი რეგულაციები - რამდენი ბავშვი უნდა იჯდეს ერთ საკლასო ოთახში, როგორ უნდა ხდებოდეს ვენტილაცია, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჰიგიენის საშუალებები, თერმოსკრინინგი აუცილებელი გახდება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად