Baby Bag

„არდადეგების გახანგრძლივების გამო აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება“ - მიხეილ ჩხენკელი

„არდადეგების გახანგრძლივების გამო აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება“ - მიხეილ ჩხენკელი

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში ​არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდასაბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ამით აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება. მისივე ინფორმაციით, სამინისტროს შესაბამისი გეგმა შემუშავებული აქვს. 

ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამინისტროს შემუშავებული აქვს კონკრეტული საგანმანათლებლო და აკადემიური გეგმა, რომელსაც სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები უახლოეს დღეებში გააცნობენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ეს გეგმა გარანტიას იძლევა იმისა, რომ სასწავლო და აკადემიურ პროცესს ხელი არ შეეშლება,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების ს​ანდო წყარო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო საქართველოს საპატრიარქო ​განცხადებას ავრცელებს

COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო საქართველოს საპატრიარქო ​განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ​განცხადებას ავრცელებს. 

„COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: 

აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

არაფრის შეგეშინდეთ, ილოცეთ და უფალს მიენდეთ.

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად