Baby Bag

მიიღებენ თუ არა ანაზღაურებას მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი არდადეგების პერიოდში?

მიიღებენ თუ არა ანაზღაურებას მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი არდადეგების პერიოდში?

არდადეგების პერიოდში სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი შრომის ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ​ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმისთვის რომ, მოსწავლეებმა დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი და შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა მომდევნო სასწავლო წლიდან, მუშაობენ ინსტრუქციებზე, რომლებიც სკოლებს, მოქნილ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მისცემს საშუალებას დაგეგმონ სასწავლო პროცესი იმგვარად, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები სრულად იყოს მიღწეული.


Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სან​დო წყარო“.


„სასწავლო პროცესის ამგვარი მოდიფიცირება მოგვცემს შესაძლებლობას სწავლა აქამდე დადგენილ ვადებში დასრულდეს.

სამინისტრო ასევე ამზადებს რეკომენდაციებს სკოლებისთვის, თუ როგორ იმუშაონ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან არდადეგების პერიოდში.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რესურსისა და კლასგარეშე დავალებების მიწოდებას.

აღნიშნული რეკომენდაციების პაკეტი 16 მარტამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას დაეგზავნება,“ - წერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში ​არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსისგან 4 351 ადამიანი გამოჯანმრთელდა - როგორია ბოლო 24 საათის სტატისტიკა?

კორონავირუსისგან 4 351 ადამიანი გამოჯანმრთელდა - როგორია ბოლო 24 საათის სტატისტიკა?
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 4 351 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში დღემდე 8 233 ადამიანი გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია - 5,5%, ბოლო 14 დღის - 7,81%, ბოლო 7 დღის - 7,36%.

რაც შეეხება ვაქცინაციას, სულ ჩატარდა - 1 507 986 აცრა, დღიურად აცრილია - 14 703.

კარანტინის რეჟიმში ამჟამად 85 ადამიანი იმყოფება.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 186, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობაა 1 611. 

წაიკითხეთ სრულად