Baby Bag

საჯარო სკოლებში არდადეგების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

საჯარო სკოლებში არდადეგების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. 

შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

ბრძანებაში აისახა გუშინ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა.

საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 1 აპრილამდე,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

იხილეთ ​ბრძანება

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

6 წლის ბიჭს 4 წლიანი მოლოდინის შემდეგ ახალი გული გადაუნერგეს

6 წლის ბიჭს 4 წლიანი მოლოდინის შემდეგ ახალი გული გადაუნერგეს

6 წლის კარლოს როლონოს ოთხწლიანი მოლოდინის შემდეგ ახალი გული გადაუნერგეს. ბიჭი ბოსტონის საბავშვო ჰოსპიტალში რჩება და ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის. მისი მდგომარეობა სტაბილურია. კარლოსის დედა განვლილ რთულ დღეებსა და შვილის გადარჩენით გამოწვეულ სიხარულზე საუბრობს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. Მოიწონეთ გვერდი Momsedu.ge - მცოდნე დედებისთვის


მომზადებულია ​cnn-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა​

წაიკითხეთ სრულად