Baby Bag

საჯარო სკოლებში არდადეგების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

საჯარო სკოლებში არდადეგების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

„საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. 

შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

ბრძანებაში აისახა გუშინ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა.

საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 1 აპრილამდე,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

იხილეთ ​ბრძანება

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა პირობებში მუშაობენ უხანელი ექიმები - ფოტოები

რა პირობებში მუშაობენ უხანელი ექიმები - ფოტოები
მას შემდეგ რაც ქალაქ უხანში ახალი კორონავურისი გამოჩნდა, კარანტინი გამოცხადდა. ექიმები, მედდები და მთელი სამედიცინო პერსონალი აღიჭურვა სპეციალური სამოსით, რომლის თავისუფლად მოსარგებადი მათ ერთმანეთს თმები შეჭრეს, გვერდები აპარსეს... ისინი ამ ფორმით ემზადებიან კორონავირუსით დაინფიცირებულთა პალატაში შესასვლელად.

ამჟამინდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-ია, ხოლო დადასტურებულმა შემთხვევებმა 9,692-ს მიაღწია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა - აღნიშნულის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ვირუსი კვლავ განაგრძობს გავრცელებას, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარი მიზეზი კი იმ ქვეყნების დაცვაა, რომლებმაც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.

გთავაზობთ უხანში გაღებულ რეალობის ამსახველ ფოტოებს

წაიკითხეთ სრულად