წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 19 აპრილსაა. სკოლები სააღდგომოდ წითელ პარასკევს, დიდ შაბათს, აღდგომასა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის შემდეგი ორშაბათი) დაისვენებენ (17, 18, 19, 20 აპრილი).
როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა (იხილეთ ბრძანება).
გამომდინარე აქედან, კორონავირუსის გამო დაწყებული არდადეგები აღდგომის დღესასწაულის დასვენების დღეებს არ ებმის.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება“ - გიორგი გახარია
„მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება,” - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა.
„სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ხელისუფლებისთვის ძირითადი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ბავშვების. აქ გარკვეული ვადები არსებობს. თუ შევძელით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ შემჭიდროვებულ ვადებში, რისიც მეეჭვება… იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს. მაგალითად, განათლების სამინისტრო დღეის მონაცემებით ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ გარკვეული სტანდარტები არსებობს. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, განათლების სამინისტროს დავალება მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგინოს დანაკლისის აღდგენის კონკრეტული გეგმა:
„ფაქტია, რომ დღეს ჩვენი სისტემა არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება დისტანციურად მისცეს ჩვენს ბავშვებს და თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება, ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის პრობლემაა. ამიტომ აქაც ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს. 2 სცენარი გვაქვს: თუ 26 აპრილამდე შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა და მე-2 სცენარი (რომელიც უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინოს განათლების სამინისტრომ) თუ 26 აპრილამდე ვერ შევძელით,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)