Baby Bag

EMIS -ი დისტანციური სწავლებისთვის საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ მხარეებს პლატფორმა el.ge-ზე რესურსების განთავსებას სთავაზობს

EMIS -ი დისტანციური სწავლებისთვის საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ მხარეებს პლატფორმა el.ge-ზე რესურსების განთავსებას სთავაზობს
სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS), ინიციატივით მიმართავს საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ მხარეებს, დარგის ექსპერტებს და პლატფორმა el.ge-ზე, საკუთარი ელექტრონული რესურსების განთავსებას სთავაზობს.

პლატფორმაზე შესაძლებელია სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ელექტრონული წიგნების, სტატიების, ფოტო-აუდიო და ვიდეო მასალების ატვირთვა. ასევე, მასზე გამოყოფილია სივრცე ბლოგისა და სხვადასხვა მიმართულების პროექტებისთვის.

საგანმანათლებლო ელექტრონული ბიბლიოთეკა el.ge ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში შეიქმნა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სწავლების პროცესის გამარტივებას, საკითხების ფუნდამენტურ შესწავლას, კრეატიული აზროვნების განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას. ონლაინ სწავლებისა და ელექტრონული მასალების გამოყენება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

შეიძლება დაინტერესდეთ

კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა

კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი ამოქმედდა
კოვიდინფიცირებულთათვის ახალი პორტალი - https://er.moh.gov.ge/ ამოქმედდა. 

მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრი „112“-ის და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა.

ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა წარმოადგენდა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება.

წაიკითხეთ სრულად