Baby Bag

რამდენი დღით დაისვენებენ სკოლები დისტანციური სწავლებისგან?

რამდენი დღით დაისვენებენ სკოლები დისტანციური სწავლებისგან?

დღეიდან სკოლები დისტანციური სწავლებისგან რამდენიმე დღით დაისვენებენ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულსთან დაკავშირებით სასწავლო პროცესი 4 დღით შეჩერდება.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, როგორც არადისტანციური სწავლების დროს ისვენებდნენ სკოლები წითელ პარასკევსა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეს (აღდგომის შემდეგი ორშაბათი), ამ შემთხვევაშიც ისარგებლებენ დასვენების უფლებით (შაბათი და კვირა ისედაც დასვენების დღეებია).

საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი თითქმის ერთი თვეა, დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღდგება სკოლებში სწავლა ჩვეულებრივი ფორმით. 

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას“ - გიორგი გახარია

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას“ - გიორგი გახარია

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს კითხვაზე - გამოცხადდება თუ არა აკადემიური წელი?

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს. იმიტომ, რომ ამას თავისი შედეგები მოჰყვება ბავშვებისთვის, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვისაც. თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას. გეთანხმებით, რომ დისტანციური განათლება სრულფასოვან საკლასო განათლებას ვერ შეცვლის, მაგრამ ჩვენ დღეს ამ მდგომარეობაში, როცა სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა ვიზრუნოთ დისტანციური განათლების გაუმჯობესებაზე. უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: სამყარო იცვლება. მსგავსი გამოწვევები იძულებულს ხდის ადამიანს, შეცვალოს ქცევის მოდელები. ეს არ ეხება მხოლოდ განათლებას, მერწმუნეთ, რომ ეს შეეხება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას”, - განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი ჯგუფი - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და შემოგვიერთდით - „მასწავლებ​ლების სანდო წყარო“
წაიკითხეთ სრულად