Baby Bag

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება ისევ გადაიდება

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება ისევ გადაიდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი ამ დრომდე (22 მაისამდე) გადაიდება. 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ამ წინადადებით პრეზიდენტს უკვე მიმართა. 

„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა. ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში. დღეს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე ეს გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს,“ - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.


მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სან​დო წყარო“

„15 ივნისს დავასრულებთ სასწავლო წელს ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში“ - ეკატ...
„ეს სემესტრი შედგება, ჩვენ დავასრულებთ 2019-2020 სასწავლო წელს“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„რამხელა რისკი და უნდობლობა იყო, რომ ჩვენი მასწავლებლები ვერ შეძლებდნენ, მაგრამ შეძლეს. დიდი შრომის ფასად, ხშირად ღამეებსაც ათენებდნენ“

„რამხელა რისკი და უნდობლობა იყო, რომ ჩვენი მასწავლებლები ვერ შეძლებდნენ, მაგრამ შეძლეს. დიდი შრომის ფასად, ხშირად ღამეებსაც ათენებდნენ“

საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის (სსიდა) განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მასწავლებლის წერილს აქვეყნებს.

„ჩვენს დისტანციურ საკლასო ოთახში მიმდინარეობს სწავლა ხალისითა და პროექტებით. დედამიწის დღის იუბილე ჩვენმა კლასმაც აღნიშნა შესანიშნავი პრეზენტაციებით. აქტიურობა და მონდომება დაასაწყისში რაც მქონდა არ გამნელებია. პირიქით, აზარტში შესვლა ცოდნია ამ ონლაინ სწავლებას.“

თამარ მოსიაშვილი მასწავლებლის წერილს თავის კომენტარსაც ურთავს: 

„ალბათ, ამ სიტუაციას შესწავლა დასჭირდება, როგორ შეძლეს სკოლებმა და მასწავლებლებმა არსებული შესაძლებლობების გამოყენება, ერთმანეთისა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის საფუძველზე სწავლის გაგრძელება. არადა, რამხელა რისკი და უნდობლობა იყო, რომ ჩვენი მასწავლებლები ვერ შეძლებდნენ, მაგრამ შეძლეს. დიდი შრომის ფასად, ხშირად ღამეებსაც ათენებდნენ,“ - წერს თამარ მოსიაშვილი.

წაიკითხეთ სრულად