Baby Bag

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება ისევ გადაიდება

სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება ისევ გადაიდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი ამ დრომდე (22 მაისამდე) გადაიდება. 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ამ წინადადებით პრეზიდენტს უკვე მიმართა. 

„ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო მძიმდება წყაროს დადგენა. ანალიზის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში. დღეს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ გაუგზავნა ოფიციალური მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე. პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანების გამოცხადებისთანავე ეს გადაწყვეტილება იქნება ძალაში, რომელსაც შემდგომში პარლამენტი მიიღებს,“ - განაცხადა ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.


მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სან​დო წყარო“

„15 ივნისს დავასრულებთ სასწავლო წელს ისე, რომ მოსწავლეები გადავლენ მომდევნო კლასში“ - ეკატ...
„ეს სემესტრი შედგება, ჩვენ დავასრულებთ 2019-2020 სასწავლო წელს“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „რუსთავი2“-თან საუბრისას ...

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მიმდინარეობს ,,ტელესკოლის“ გაკვეთილები? - ვიდეო

როგორ მიმდინარეობს ,,ტელესკოლის“ გაკვეთილები? - ვიდეო

საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხი - განათლება“ (ყოფილი მეორე არხი) ეთერით მოსწავლეებისთვის „ტელესკოლა“ დაიწყო.

ტელეგაკვეთილები ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში ნახოს.

„ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

გაკვეთილების თხრობისას გათვალისწინებულია სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

არსებულ ცხრილს ეტაპობრივად ეთნიკური უმცირესობებისთვის გათვალისწინებული ქართულის, როგორც მეორე ენის, ასევე, აზერბაიჯანულისა და სომხური ენების ტელეგაკვეთილები დაემატება. სამინისტრო და პირველი არხი მუშაობენ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების ტელეფორმატის შესაქმნელად.

იხილეთ ,,ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი ​ბმულზე

ნახეთ როგორ მიმდინარეობს ტელესკოლის გაკვეთილები და არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


წაიკითხეთ სრულად