Baby Bag

„მასწავლებლებმა განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს“

„მასწავლებლებმა განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს“

„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

მან პედაგოგებს დისტანციური სწავლების პროექტში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პროექტ „ტელესკოლაზე“, ასევე გამოყო პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ.

„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს. ახლა, ამ მომენტში ძალიან ბევრი მოსწავლე მონაწილეობს ამ პროცესში, იღებს ყოველდღიურად განათლებას. პროექტი მიმდინარეობს უწყვეტად. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა მასწავლებელს მადლობა გადავუხადო.

ასევე, კარგი და წარმატებული ინიციატივა იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც ბევრ მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა, იყოს პროცესში ჩართული და განათლების პროცესი არ შეწყდეს. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ინიციატივა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის, სადაც ასევე განათლების მიწოდების პროცესი ამ პროექტის შედეგად შენარჩუნდა და ხელმისაწვდომი დარჩა ეთნიკური უმცირესობებისთვისაც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


შეიძლება დაინტერესდეთ

სისტემაში და Microsoft Teams-ში შესვლის დეტალური ვიდეო ინსტრუქციები

სისტემაში და Microsoft Teams-ში შესვლის დეტალური ვიდეო ინსტრუქციები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებს ონლაინსწავლებასთან დაკავშირებით გთავაზობთ სისტემაში და Microsoft Teams-ში შესვლის დეტალურ ვიდეო ინსტრუქციებს. 

როგორ შევიდეთ სისტემაში პირველად:

მისამართი: Email.mes.gov.ge (ან Teachers.gov.ge, Students.gov.ge)

სისტემაში და Microsoft Teams-ში შესვლის დეტალური ვიდეო ინსტრუქციის სანახავად დააჭირეთ აქ

Teams-ის ინსტრუქციები:

შეგახსენებთ, რომ ყველა ზემოაღნიშნული ინსტრუქცია ასევე განთავსებულია საიტზე: email.mes.gov.ge, ინსტრუქციების განყოფილებაში.

სკოლებს, რომლებიც გადაწყვეტენ Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობის მიზნით განათლების სამინისტრო გთავაზობთ შემდეგ რეკომენდაციებს:

1. დამრიგებლების საშუალებით მოახდინეთ მშობლებთან კომუნიკაცია, რათამათი ჩართულობით, მოხდეს დისტანციური სწავლების დანერგვის ხელშეწყობა. ამასთან, ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე უზრუნველყონ ბავშვებისთვის ინტერნეტისა და მოწყობილობების (მობილური ტელეფონი ანპლანშეტი ან პერსონალური კომპიუტერი ან ბუკი) ხელმისაწვდომობა.

2. დამრიგებლის საშუალებით მოახდინეთ ბავშვებთან/მშობლებთან კომუნიკაციანებისმიერი ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო ფორმით, გაუგზავნეთ დეტალურიინფორმაცია და ინსტრუქცია მომხმარებლის პროფილის (user) და ერთჯერადიპაროლის შესახებ, რისი მეშვეობითაც შეძლებენ დისტანციურ გაკვეთილში ჩართვას დაoffice 365-ის ყველა პროგრამით სარგებლობას.

3. სასურველია პირველ ეტაპზე დისტანციური გაკვეთილი ჩატარდეს საპილოტე რეჟიმში, რაც გულისხმობს ყველა საფეხურისა სხვადასხვა ძირითად საგანში, რათა მასწავლებლებმა შეძლონ დიფერენცირებული მიდგომებისა და სტრატეგიების შემუშავება.

4. დისტანციური გაკვეთილების საპილოტე რეჟიმში გაშვებისას დაიხმარეთ ისთანამშრომლები ან/და მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც კარგად ფლობენტექნოლოგიებს და დისტანციურად შეძლებენ კონსულტაციების გაცემას. ასევე,გთხოვთ, იდენტიფიცირებული პირების (თანამშრომლების/მაღალი კლასის მოსწავლეების) შესახებ ინფორმაცია აცნობოთ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რათა საჭიროების შემთხვევაში გაეწიოთ შესაბამისი ტექნიკური დახმარება.

5. იმ შემთხვევაში თუ სკოლაში იდენტიფიცირებული პირი (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) ვერ ახერხებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით სრულყოფილი კონსულტაციის გაცემას, რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იქნებიან მოხალისეები (ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის „ახალი სკოლის მოდელის“ ტექნოლოგიების ექსპერტები), რომლებიც პროგრამა TEAMS-ის საშუალებით უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს და გასცემენ კონსულტაციებს Microsoft Office 365-ის პროდუქტებთან დაკავშირებით. აღნიშნული მოხალისეები თავად შექმნიან TEAMS-ში ვირტუალურ საკონსულტაციო სივრცეს, რომლის ბმულიც რესურს ცენტრების საშუალებით გაზიარდება სკოლებში. აღნიშნული ბმულის საშუალებით სკოლაში იდენტიფიცირებული პირვები (სკოლის თანამშრომლები/მაღალი კლასის მოსწავლეები) შეძლებენ საკონსულტაციო სერვისის მიღებას,“ - აღნიშნულია სამინისტროს წერილში.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

წაიკითხეთ სრულად