Baby Bag

განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ

განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გრძელდება, რის გამოც სასწავლო პროცესი სასწავლო დაწესებულებებში ამ დრომდე ისევ ონლაინ ფორმატში განხორციელდება.
განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ - ამ კითხვით ​Momsedu.ge განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, დამოკიდებულები არიან უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე:
„განახლდება თუ არა სწავლა საკლასო ოთახებში, ამ კითხვაზე პასუხს წინასწარ ვერავინ გეტყვით. ახლა ვართ საგანგებო მდგომარეობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლა დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს. რა იქნება შემდეგში, ეს დამოკიდებულია უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე,“ - აღნიშნეს სამინისტროში.
ცნობისთვის, სკოლები ონლაინ სწავლების ფორმატზე მარტის დასაწყისში გადავიდნენ. გარდა ამისა, 30 მარტიდან მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ტელესკოლის“ გაკვეთილები ნახონ.


Teams-ის ფუნქცია, რომელიც ყველა მასწავლებელს გამოადგება
როგორ შევუზღუდოთ მოსწავლეს ფუნქცია Teams-ში?ნახეთ დეტალური ინსტრუქცია და მოიწონეთ გვერდი ​„მასწავლებლების სანდო წყარო“​
„მასწავლებლებმა განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობი...
„მასწავლებლებმა მართლაც განსაკუთრებული მაგალითი მისცეს საზოგადოებას, როდესაც საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ატარებენ დისტანციურ გაკვეთილებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი...
TVschool.ge - როგორ მივცეთ მოსწავლეებს საშინაო დავალებები ყველაზე მარტივად
ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც მასწავლებლებისთვის ამარტივებს და აუმჯობესებს სწავლების პროცესს. ​​TVschool.​ge​ მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ღილაკზე სულ რამდენიმე და...
სკოლებში სწავლის შეჩერების ვადის შესახებ პრემიერ-მინისტრის დადგენილება
​საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლების პროცესი ისევ ონლაინ ფორმატში განხორციელდება.სკოლებში სწავლის შეჩერე...

შეიძლება დაინტერესდეთ

შესაძლოა, სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ გაგრძელდეს - გიორგი გახარია

შესაძლოა, სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ გაგრძელდეს - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოს ვერ განახლდეს.

„მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 21 აპრილამდე, თუმცა ობიექტურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, შანსი იმისა, რომ აპრილის ბოლოს სასწავლო პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს.

ამიტომ, განათლების სამინისტრომ ოპერატიულად მიიღო გარკვეული ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერებასთან დაკავშირებით და საერთოდ, ქვეყანაში ამ მიმართულების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი თანამშრომლობა აქვთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და 30 მარტიდან უკვე დაიწყება პირდაპირ ეთერში კონკრეტული გაკვეთილები საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის.

რა თქმა უნდა, იდეალურია, როდესაც მოსწავლეს კლასში მასწავლებელთან აქვს პირდაპირი შეხება, თუმცა იმ მდგომარეობაში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით ამ პანდემიის პირობებში, ესეც წინგადადმული ნაბიჯია და ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც განათლების სამინისტრო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთობლივად აკეთებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 
წაიკითხეთ სრულად