„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში - რა გადაწყვეტილება მიიღეს ისრაელში?
პროფესორი გიორგი ფხაკაძე საფრანგეთისა და ისრაელის გამოცდილების შესახებ წერს. მისი თქმით, ისრაელში არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში:
,,საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების 100% არის ვაქცინირებული ან ვირუსგადატანილი (3000 ძირითადად ტექნიკური პერსონალი უფასო შვებულებაში გაუშვეს 16 სექტემბრიდან).
ისრაელში 23 სექტემბრიდან მასწავლებლების 100% არის აცრილი ან ვირუსგადატანილი. არავაქცინირებული მასწავლებლები ფიზიკურად ვერ შევლენ სკოლაში.
იქნებ ვისწავლოთ სხვისგან და გადმოვიღოთ საუკეთესო მაგალითები და არა უაზრო მაგალითები.
დავნერგოთ:
ელექტრონული ერთიანი ჯანმრთელობის ბარათი საქართველოს ყველა მოქალაქეს;