„სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე, მაგრამ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრომ შეძლო, ეფექტიანად გამკლავებოდა შეზღუდვებს:
„განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების მეთოდები როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტიანად დანერგა. ამის გათვლისწინებით, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. სწავლა სკოლებში არ განახლდება სექტემბრამდე,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, პრემიერის თქმით, გამოცდების მექანიზმი არ შეიცვლება:
„ეროვნული გამოცდები ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ელექტრონული ჟურნალი შეფასებებისა და დასწრების შესახებ ინფორმაციის ეფექტურ აღირცხვას და მშობლებისათვის შეტყობინების სახით გადაგზავნას უზრუნველყოფს
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, განახლებული ელექტრონული ჟურნალი საგანმანათლებლო პროცესის მონაწილეებს შორის ეფექტურ კომუნიკაციას უზრუნველყოფს, რადგანაც ის გთავაზობთ:
მშობელსა და მასწავლებელს შორის პირდაპირი კომუნიკაციის არხს
შეფასებებისა და დასწრების შესახებ ინფორმაციის ეფექტურ აღირცხვას და მშობლებისათვის შეტყობინების სახით გადაგზავნას
მასწავლებელსა და მშობელს შორის დღის განრიგისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის სწრაფ მიმოცვლას
სისტემაში შესვლა შესაძლებელია როგორც პერსონალური კომპიუტერით ასევე მობილური ტელეფონით.
ელექტრონული ჟურნალის აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ შესაბამის ბმულს: