როდის დასრულდება ონლაინ სწავლება და როგორ შეფასდებიან მოსწავლეები? - აღნიშნული კითხვებით MomsEdu.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე პასუხები პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაანონსებულ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი:
„24 აპრილის ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ განათლების სისტემის ამუშავებასთან დაკავშირებით ცალკე პრეზენტაცია იგეგმება. სწორედ ამ პრეზენტაციიდან შეიტყობს საზოგადოება ყველა აქტუალურ კითხვაზე პასუხს,“ - აღნიშნეს სამინისტროს პრესსამსახურში.
უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, როდის გაიმართება აღნიშნული პრეზენტაცია.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო ბრიფინგზე გიორგი გახარიამ სკოლებში სასწავლო წლის 1-ელ სექტემბრამდე გადადებაზე ისაუბრა. მან გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, გამოცდები აუცილებლად ჩატარდება, თუმცა შეიძლება გადავადდეს.
ინფორმაციისთვის: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, სასწავლო წელი ოფიციალურად 15 ივნისს მთავრდებოდა, აბიტურიენტები სწავლას 20 მაისს, ხოლო პირველკლასელები კი სასწავლო წელს 27 მაისს ასრულებდნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაგეგმილი აქტივობების ანონსი გამოაქვეყნა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაგეგმილი აქტივობების განრიგი გამოაქვეყნა.
ცენტრის ინფორმაციით, ანონსი ყოველკვირეულად განახლდება.
ცნობისთვის, დღეს მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მასწავლებლის სახლი იწყებს ონლაინ ჩართვებს, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, დასვას კითხვა და ცენტრის წარმომადგენლისგან მიიღოს პასუხი.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“