Baby Bag

ერთ თვეში „ტელესკოლის“ გაკვეთილები ონლაინმედიაში მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

ერთ თვეში „ტელესკოლის“ გაკვეთილები ონლაინმედიაში მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები 1TV.GE-ზე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, ტელესკოლის იუთუბ არხზე – 700 000-ზე მეტმა. პროექტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ონლაინ მედიაში ტელეგაკვეთილებს სულ უფრო მეტი ადამიანი უყურებს.

„ტელესკოლა“ განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტია, რომელიც პირველი არხი I განათლების ეთერში 30 მარტს დაიწყო. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილია სურდოთარგმანით.

გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდა დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის არის სპორტის, სიმღერის, ხატვის და ცეკვის გაკვეთილები.

წყარო: 1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტელესკოლის“ ახალი სეზონი დაიწყო

„ტელესკოლის“ ახალი სეზონი დაიწყო

საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციურ სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ ახალი სეზონი დაიწყო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი დღეს 09:00 საათიდან განახლდა.

„ტელესკოლა“ ყველა კლასის მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილ ტელეგაკვეთილებს მოიცავს.

სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ტელესკოლა“ კლასგარეშე სწავლებსაც მოიცავს. ნებისმიერი ასაკის მაყურებელს, რომელსაც ინგლისურის შესწავლა სურს, ინგლისური ენის გაკვეთილების ნახვის შესაძლებლობაც ექნება.

ახალ სეზონზე „ტელესკოლაში“ ორი ახალი გადაცემა: „ლიტერატურული ფრაგმენტები“ და „ჩემი საქართველო“ დაიწყება.

პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ხორციელდება, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სწავლაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. პროექტი ნებისმიერ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ნახოს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული, საინტერესო გაკვეთილები ნებისმიერ საგანში. მასში ჩართულები არიან მასწავლებლები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან.

საეთერო ბადე მოიცავს ყველა საფეხურის საგანს. გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები.

წაიკითხეთ სრულად