Baby Bag

„ერთმა მოსწავლემ მითხრა...ჩანთაში წიგნებს ვალაგებ, სადარბაზომდე ჩავდივარ და მერე ისევ უკან ვბრუნდები, სკოლა ისე მომენატრაო“

„ერთმა მოსწავლემ მითხრა...ჩანთაში წიგნებს ვალაგებ, სადარბაზომდე ჩავდივარ და მერე ისევ უკან ვბრუნდები, სკოლა ისე მომენატრაო“

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალი გიორგი კეკელიძე წერს

ერთმა მოსწავლემ, მეექვსეკლასელმა, ონლაინ-გაკვეთილისას მითხრა: მასწ, მე დილით ისევ ჩვეულებრივ ადრე ვდგები, საგარეო ტანსაცმელს ვიცმევ, ჩანთაში წიგნებს ვალაგებ, სადარბაზომდე ჩავდივარ და მერე ისევ უკან ვბრუნდები, სკოლა ისე მომენატრაო. ხომ მაგარია? კინოკადრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ ბერდებიან ადამიანები? - გოდერძი ჩოხელის გენიალური პასუხი

რატომ ბერდებიან ადამიანები? - გოდერძი ჩოხელის გენიალური პასუხი

„ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო.

ადამიანს დაბადებიდან სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ-ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია, სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპეწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონა ქროლის ამაოების ქარი.“

გოდერძი ჩოხელი - ნაწარმოები „სიყვარულის ცეცხლი“

წაიკითხეთ სრულად