Baby Bag

რა ხდება, როცა მასწავლებელი დედაცაა, შვილი კი საკმაოდ ცელქია - ონლაინ სწავლების მორიგი კურიოზი

რა ხდება ონლაინსწავლებისას​, როგორ პირობებში უწევთ მასწავლებლებს სახლიდან მუშაობა? - MomsEdu.ge აღნიშულის ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოს გთავაზობთ. ეს კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

არ დაგავიწყდეთ!!!

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“

ონლაინ გაკვეთილების სასაცილო მომენტები - ვიდეო
საქართველოში ​ონლაინ რეჟიმში სწავლა მარტის თვეში, კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაიწყო. ინტერნეტ სივრცეში უამრავი ვიდეო ვრცელდება, რომელიც ონლაინ რეჟიმში სწავლის სახალისო მ...
,,დისტანციური ურთიერთობით მხოლოდ სწავლება შეიძლება, აღზრდა კი წარმოუდგენელია'' - როგორ უნდ...
​დისტანციური სწავლების დადებით და უარყოფით მხარეებზე აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა გადაცემა,,პოსტ ალიონში'' ისაუბრა. ნახეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ!!!
საოცარი ფილმი მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის შესახებ - აუცილებლად სანახავი
ფილმი, რომელსაც დღეს ​MomsEdu.ge გთავაზობთ, მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის შესახებაა. შინაარსი კი ასეთია:  ჯარისკაცი, რომელიც სკოლის მასწავლებელი გახდა, უჩვეულო მეთ...

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„1 500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი სკოლებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, ასევე, მოგეხსენებათ, ამ სკოლებს კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა. იმის გათვალისიწინებით, რომ ბევრ დასახლებაში კვლავ გვიწევს მეორე ტურის გამოყენება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება, ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში. ასევე შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სწავლების დისტანციური რეჟიმი 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხებათ პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს და საჯარო და კერძო სკოლებს.

წაიკითხეთ სრულად