პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, პროგრამა - „მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც აქვს სურვილი და მზაობა დასაქმდეს და ასწავლოს მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში.
ვინც ფლობს ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს და არ არის დასაქმებული სკოლაში, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე tpdc.ge
მოქმედ მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან მაღალმთიან სოფლებსა და მცირეკონტიგენტიან სკოლებში, სურვილის შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართოთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.