პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა მომდევნო 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სხდომაზე საუბრისას განაცხადა, პირველია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა, მესამეა მშენებლობა და ბოლოს - განათლება.
„მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული ჩვენი მოსწავლისგან, სტუდენტისგან და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ სახელმწიფოს რა გეგმები გააჩნია ანტიკრიზისული მართვის თვალსაზრისით განათლებაში. ამ გეგმას მივყვებით უახლოესი 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რა შემთხვევაში არ შეფასდება და არ მიენიჭება კრედიტქულები მასწავლებელს
მასწავლებლის აქტივობები არ შეფასდება და მას კრედიტქულები არ მიენიჭება შემდეგ შემთხვევევში:
ა) თუ მასწავლებელი წარმოადგენს ისეთ სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც შეფასებულია სხვა სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის ფარგლებში;
ბ) თუ მასწავლებელი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის განხორციელებისას არ დაიცავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
გ) თუ მასწავლებელი სრულად არ წარმოადგენს სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობის/აქტივობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;
დ) თუ მასწავლებლის შეფასების ჯგუფს აქვს საფუძვლიანი და დასაბუთებული ეჭვი, რომ რეალურად არ განხორციელებულა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სავალდებულო ან/და დამატებითი საქმიანობა/აქტივობა;
ასეთ შემთხვევებში სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eShool) მასწავლებლის შეფასების ველში მიეთითება 0 (ნული) ქულა.